L E G A L P O S T
  • (+995 598) 18 87 73
  • order@legalpost.ge
  • Follow us :

ლიგალ ფოსტ

ადრესატის პოვნა და სარჩელის ჩაბარება.

• საფოსტო კომპანია „Legal Post” უკვე 5 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

• კომპანიის შექმნის იდეა, რომელიც უშუალოდ მოემსახურებოდა იურიდიულ კომპანიებსა და იურიდიულ სფეროში მოღვაწე სუბიექტებს, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, როდესაც აშკარად გამოიკვეთა ის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რომელიც აფერხებდა საპროცესო მართლმსაჯულების დროულ აღსრულებას კორესპონდენციის არასათანადო სუბიექტისთვის ჩაბარების მიზეზით.

• ჩვენი კომპანიის სრულიად ინოვაციური ხედვის წყალობით, სწრაფად მოვახერხეთ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება და დღეის მდგომარეობით საფოსტო სერვისს ვუწევთ ათეულობით ქართულ კომპანიას.

• საქმიანობის სპეციფიკის დავიწროებით მივიღეთ უმაღლესი ხარისხის სერვისი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენმა კურიერებმა ზუსტად იციან, ვის შეიძლება ჩაბარდეს იურიდიული დოკუმენტი და ვისთვის ჩაბარება იქნება დროის ფუჭი ხარჯვა. შესაბამისად ამ თვალსაზრისით ჩვენი ფირმა პირველია, რომელმაც დანერგა კურიერების დატრენინგების უნიკალური მექანიზმი იურიდიული დოკუმენტაციის ჩაბარების თვალსაზრისით.

• Legal Post-ის ხედვაა მომსახურების უმაღლესი სტანდარტის დანერგვით მოიპოვოს მომხმარებლის ნდობა, რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ მაღალი ენთუზიაზმით და პროფესიონალიზმით. შესაბამისად, საქმისადმი ამგვარი მიდგომა განაპირობებს თითოეული საფოსტო გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანას.
img

Legal Post

ჩვენს კომპანიას აქვს სამი ძირითადი მიმართულების სერვისი: