• Legal regime service გულისხმობს საფოსტო მომსახურებას, როდესაც საქმე არის სასამართლოში და მოსარჩელეს ჩასაბარებელი აქვს მოპასუხისთვის სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია. ამ მომსახურების თანახმად მოპასუხე იურიდიული ან ფიზიკური პირისთვის ჩასაბარებელი სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია, შემსრულებლის მიერ მინიმუმ 2-ჯერ გაეგზავნება ადრესატს შესაძლო თითოეულ მისამართზე (იურიდიულ, ფაქტობრივ, ალტერნატიულ და სამუშაო მისამართზე). გარდა ამისა საფოსტო გზავნილის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მომსახურება ავტომატურად გადავა გზავნილის განმეორებითი ჩაბარების რეჟიმში, რაც გულისხმობს, რომ დამკვეთს აღარ მოუწევს ხელმეორედ გაიაროს, გზავნილის გაგზავნისთვის აუცილებელი რეკვიზიტების შევსების პროცედურები.
• შესაბამისად, გამგზავნს პირდაპირ ჩაბარდება ან მოპასუხისთვის ჩაბარების დასტური ან მოპასუხისთვის ვერჩაბარების 2 ან მეტი დასტური, რის გამოყენებასაც პირდაპირ შეძლებს სასამართლოში წარსადგენად.
• ჩაბარების ან ვერჩაბარების დასტურს გამგზავნი მიიღებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
მომსახურების ტარიფები:
• კორპორატიული კლიენტებისთვის - 5 ლარი (თბილისი)
• სტანდარტული კლიენტებისთვის - 7 ლარი (თბილისი)
რუსთავი, მცხეთა, გორი, თელავი
კორპორატიული კლიენტებისთვის - 20 ლარი
სტანდარტული კლიენტებისთვის - 25 ლარი